თბილისში, თავისუფლების მოედანთან, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 20 საათზე, მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.