ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 10 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 668,6 ათასი ტონა, რაც  24 ათასი ტონით, ანუ 3,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (692,6 ათასი ტონა).

 

ბენზინი
ბენზინი

2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 225,6 ათასი ტონა (ბენზინი – 169,9 ათასი ტონა და დიზელი – 55,7 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 33,7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 173,7 ათასი ტონა (ბენზინი – 20,5 ათასი ტონა და დიზელი – 153,2 ათასი ტონა) -რაც იმპორტის 26%–ია. მესამეა ბულგარეთი – 109,9 ათასი ტონა (ბენზინი – 80,8 ათასი ტონა და დიზელი – 29,1 ათასი ტონა) იმპორტის 16,4%; მეოთხეა რუსეთი – ამ ქვეყნიდან 10 თვეში მხოლოდ 94,3 ათასი ტონა დიზელის იმპორტი მოხდა, რაც 10 თვეში იმპიორტირებული დიზელის 14,1%–ია.  

 

10 თვის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, აზერბაიჯანი, იტალია.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით, ოქტომბერში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 70,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 27,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,5%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი – 29,1%, ხოლო ევრო დიზელი – 70,9%–ის იმპორტი მოხდა. 

სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის 10 თვეში ქვეყნების მიხედვით  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 266,9 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტირებულია მხოლოდ რეგულარის ტიპის ბენზინი და L-62 დიზელის საწვავი.  სხვა ქვეყნებიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მოცულობა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: რუმინეთი – 186,3 ათასი ტონა, ბულგარეთი – 147,0 ათასი ტონა, რუსეთი – 53,6 ათასი ტონა, იტალია – 23,6 ათასი ტონა, საბერძნეთი – 13, 0 ათასი ტონა.


აზერბაიჯანის სახლმწიფო ნავთობკომპანია  SOCAR–ი საკუთარი ნავთობის დეფიციტის გამო, საწვავის იმპორტს ამცირებს. ამის შესახებ, დღეს კასპიურ–ევროპული ინტერგრაციის საქმინი კლუბის  (CEIBC) და SOCAR–ის ვიცე–პრეზიდენტმა გადამუშავების სექტორში დავიდ მამედოვმა განაცხადა:

 

„2012 წლის მეორე ნახევარში, საკუთარი ნავტობისაგან ნაწარმოები ბენზინის ექსპორტი შეჩერებულია, ქვეყნის შიგნით საწვავზე წარმოქმნილი დეფიციტის გამო.“

 

დავიდ მამედოვის ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოდან SOCAR–ის მიერ იმპორტირებული ბენზინი ყაზახური ნავთობისაგან არის მიღებული:

 

„ამ ნავთობს SOCAR–ი წვრილი ექსპორტიორებისაგან ყიდულობს, რომელთაც წვდომა არ აქვთ დიდ ბაზრებზე. რადგან დიდ ბაზრებზე ნავთობის შემსყიდველებს თავად აქვთ გადამამუშავებელი ქარხნები.“

 

მამედოვის ინფორმაციით, ის ნავთობი, რომელსაც კომპანია მოიპოვებს, თლიანად გადამუშავდება.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *