ახალი ამბები

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

1 მაისი, 2018 •
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

დღეს, 1 მაისს, “ქართული ოცნების” სათავო ოფისში, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პარტიის მიერ შერჩეული პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა.

კალაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე.

“ქართული ოცნების” ყრილობა 11 მაისს ჩატარდება, სადაც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ახალ პოლიტსაბჭოს დაამტკიცებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი