სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, პრეზერვატივების იმპორტი საქართველოში გერმანიიდან, ჩინეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, მალაიზიიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია გერმანია(10,8 ტონა), მალაიზია (9,5 ტონა), ჩინეთი (3,1 ტონა), აშშ (2,9 ტონა) და რუსეთი (2,1 ტონა)
“კონტრაცეპტული საშუალებების იმპორტის ზრდა ნიშნავს, რომ განათლების დონე ზოგადად და ინფორმირებულობის დონე მოსახლეობაში არის გაზრდილი,” – ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებულმა ბოლო (2010 წლის) რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევამ დაადასტურა, რომ კონტრაცეპტივების მოხმარების ზრდამ აბორტების შემცირება და შობადობის ზრდა გამოიწვია.
“რაც არის კლასიკური ნიმუში სწორად დაგეგმილი რეპროდუქციული პოლიტიკისა. კონტრაცეპტივების მოხმარების გაზრდა ამცირებს აბორტებს. აბორტების შემცირება თითქმის პირდაპირპროპორციულია კონტრაცეპტივების მოხმარების ზრდასთან,”- აცხადებს სტურუა.
2012 წელს (12 თვეში) საქართველოში 36.9 ტონა პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა.