ახალი ამბები

ღარიბაშვილი ნადირაშვილს: ქალბატონო ირმა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნათესავი ყოფილხართ

19 ნოემბერი, 2013 • • 1489
ღარიბაშვილი ნადირაშვილს: ქალბატონო ირმა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნათესავი ყოფილხართ

‘ასე რომ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ან თქვენ უნდა დატოვოთ პარლამენტი, ან მე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ნადირაშვილმა მას ასე უპასუხა:

 

“იქნებ პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შემომთავაზოთ, რადგან ნათესავები ვართ?!”.

 

ღარიბაშვილმა კი აღნიშნა, რომ იგი ამ საკითხზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ ლექსო ჭიკაიძეზე ჩამოყალიბდა, რომელიც უფრო ახლო ნათესავია.

 

“ეს ნახევრად ხუმრობით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

2013 წლის მარტში ირაკლი ღარიბაშვილი შს მინსიტრის რანგში საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა, სადაც ნადირაშვილმა იმ ადამიანების სია წაიკითხა, ვინც არიან ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ნათესავები და სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდნენ.



ამ სიაზე ღარიბაშვილის ერთ-ერთ რეპლიკას – “მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის”, უმცირესობის წევრების მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა.



ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა უმცირესობის წევრების მხრიდან მანამდე გაცხადებულ ინფორმაციას მისი ცოლის დასაქმების თაობაზე: “ჩემი ცოლი არის დასაქმებული, ორ შვილს მიზრდის” – განაცხადა შს მინისტრმა.



შს მინისტრის განცხადებით, კითხვა ნათესავების თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე არასერიოზულია:



“კითხვა არის ძალიან არასერიოზული. მე მინდა შეგახსენოთ არჩევნების პერიოდი, როდესაც თამაზაშვილი გააგდეთ სამსახურიდან და მერე აბსოლუტურად უკანონოდ გყავდათ დაჭერილი. ამის შემდეგ იყო ზეწოლა ჩემი ოჯახის წევრებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი