ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხდა, როდესაც ამ საკითხზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა კითხვა დაუსვა, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა კომპანიების შერჩევა და მათთვის ვალის ჩამოწერა.
“ძალიან ბევრი კომპანია იყო, რომელიც თქვენი გუნდის წევრებად ითვლებოდნენ და უზარმაზარი ჯარიმები ვაპატიეთ. ჩამოთვლა არ გვინდა, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაყენებთ ხალხს. ჩვენი მიზანი იყოს განგვეახლებინა ის ინვესტიცეიბი, რომელთაც ჯარიმების გამო შეიძლებოდა შექმნოდათ პრობლემები”– განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ვალის პატიება ხდება, როდესაც კომპანიას აქვს 100 ათას ლარზე მეტი ფინანასური ვალდებულება და 100 ათას ლარზე მეტი საურავია დარიცხული. ასევე, როცა ერთ წელზე მეტი არის გადაციელბული დავალიანების შესრულება:
“ძირითადი კრიტერიუმი, რითაც ჩვენც ვხელმძღვანელობთ, ეს არის პროექტის სიცოცხლისუნარიანობა მომავალში და ინვესტორის მხრიდან საჭირო ან არსებული გარანტიების წარმოდგენა. ჩვენ გამოვიჩინეთ პოლიტიკური ნება და ძალიან ბევრ ივესტორს ვაპატიეთ ჯარიმები, გამომდინარე იქიდან, რომ დავინახეთ პოტენციალი, რაც ამ ინვესტორებში არსებობს, რათა გაგრძელდეს ეს პროექტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით წარმომადგენლობითი კომისია, რომელშიც შედის ყველა უწყების თანამშრომელი.”
სახელმწიფომ 40-ზე მეტ ინვესტორს შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის დაკისრებული ჯარიმები გასულ კვირას აპატია. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.
ამ კომპანიებს შორის არის ენერგეტიკის მინიტრობის კანდიდატის, კახი კალაძის კომპანია “არსენალ დეველოპმენტი”. კომპანიას სახლმწიფომ ვალი ჩამოაწერა. კახი კალაძე ამ დროისათვის ამ პროექტიდან გასულია.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. მისი თქმით, ეს ინვესტიციების წახალისების მიზნით კეთდება.
ქუმსიშვილის განმარტებითვე, კომისია თვეში ერთხელ იკრიბება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე ინვესტორებისათვის დამატებით 4,6 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს პატიების საკითხი განიხილება. იგი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ საკითხს მხარს დაუჭერს.