ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა:
“ჩვენი ეკონომიკა მაღალ კორელაციაშია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან. მთავარი ძალისხმევა იქნება გადატანილი იქითკენ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს. წლევანდელი 10 თვის მონაცემებით, “საქსტატის” დაუზუსტებელი მონაცემებით, ინვესტიცები არის გაზრდილი 1 პროცენტით. ეს არ არის საამაყო, მაგრამ იმ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რაც გვქონდა ქვეყანაში, ესეც არის კარგი შედეგი.”
ეკონომიკის მინიტრობის კანდიდატმა დეპუტატებს პოტენციური ინვესტიციების შესახებ ანგარიში ჩააბარა:
“დღეს ჩვენთან განხილვის რეჟიმშია უძრავ ქონებაზე 18 პროექტი, სოფლის მეურნეობაზე 7 პროექტი, ვაჭრობაზე 2 პროექტი, ლოჯისტიკაზე და საერთაშორისო გადაზიდვებზე ინვესტიციის მსურველი არის ორი კომპანია. მრეწველობაში და მძიმე მრეწველობაში არის 2–2 პროექტი. ფარმაცევტიკაში -1 პროექტი. ტელეკომუნიკაციებში- 1 პროექტი, საინფორმაციო ტექნოლოგიებში -2 პროექტი, სათამაშო ინდუსტრიაში- 2 პროექტი, ენერგეტიკაში -4 პროექტია და აქედან ერთი უკვე დაწყებულია.”
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს ორი მიმართულებით, ეს არის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და დარგობივი საკითხების განვითარება:”ეს არის ტრანსპორტი, ხარისხის ინფრასტრუქტურა, კომუნიკაცია, მშენებლობა და ქონების მართვის მიმართულება.”