“უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შანსი, გამომიცხადა ნდობა და მე ერთი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ფინანსთა სამინისტროს. მოხარული ვარ, რომ ახალმა პრემიერ–მინისტრმაც გამომიცხადა ნდობა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ეს ნდობა გავამართლო და ეკონომიკური თუ ფინანსურ სფეროში მიმდინარე რეფორმებით საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მალე იგრძნოს შვება.
ჩვენ ვმუშაობდით პროგრამაზე. მთავრობის ახალი პროგრამა არის მზად, მათ შორის ფინანსური ნაწილი და ჩვენ მზად ვართ პარლამენტის წევრებს მოვახსენოთ ჩვენი ხედვები და ასევე მცირე ანგარიში ჩავაბაროთ იმ გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში განახორციელა ფინანსთა სამინისტრომ”, – განაცხადა ხადურმა.
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, რომელიც ძველი მინისტრებითაა დაკომპლექტებული, “უკლებლივ ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.