ახალი ამბები

საწვრთნელ პოლიგონზე ორი სამოქალაქო პირი სავარაუდოდ ჭურვის აფეთქების შედეგად დაშავდა – შსს

29 აპრილი, 2018 • 1287
საწვრთნელ პოლიგონზე ორი სამოქალაქო პირი სავარაუდოდ ჭურვის აფეთქების შედეგად დაშავდა – შსს

შსს აცხადებს, რომ კრწანისის პოლიგონზე ორი სამოქალაქო პირი უნებართვოდ შევიდა, სადაც სავარაუდოდ ჭურვის აფეთქებით სხეულის დაზიანება მიიღეს. შსს-მ მოხდარზე გამოძიება დაიწყო.

“მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.

შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, სადაც იპოვეს მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. შედეგადად ორივე მათგანმა მიიღო სხეულის დაზიანება. ორივე დაშავებული მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი