ახალი ამბები

“ჩვენ კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ” – ევროპული საქართველოს პასუხი სააკაშვილს

29 აპრილი, 2018 • 1975
“ჩვენ კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ” – ევროპული საქართველოს პასუხი სააკაშვილს

“გუშინდელი არჩევნებიდან ჩვენ კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ” – ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე  ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხსობს.

,,კარგია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დღეს ლანძღვას და ბრალდებებს ევროპული საქართველოს მიმართ თავი აარიდა და ამჯერად ბინძური ბრალდებები აღარ მოგვისმენია, მაგრამ მისი კომენტარი აჩვენებს, რომ ჩვენ გუშინდელი არჩევნებიდან კვლავ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ.

ჩვენ მიგვაჩნია ოპოზიციური პარტიების აქტიურობა და ოპოზიციური ამომრჩევლის არჩევნებზე მობილიზებაა ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ის გზა, რომელიც აწყობს ჩვენს დემოკრატიას და მომავალ კეთილდღეობას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, სანამ საპრეზიდენტოზე დავიწყებდით საუბარს, ამის შესაძლებლობა სხვაგანაც იყო, მაგალითად, ვანსა და ხონში. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ბოიკოტი არასწორი არჩევანია, არასწორია არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ხიდები არ დავწვათ, რადგან ეს არჩევნები ჩვენ გვაძლევს შანსს, რომ პირველი ტური იყოს ბუნებრივი პრაიმერიზი ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელიც გამოავლენს ერთ ძლიერ კანდიდატს, ხოლო მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ოპოზიციურმა პროდასავლურმა ძალამ დავუჭიროთ მხარი ყველაზე ძლიერ კანდიდატს,’’- განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ხონსა და ვანში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება, რომელშიც წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაამარცხა.

“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში”, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი