ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლაზე

18 ნოემბერი, 2013 • • 1830
ღარიბაშვილი: ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლაზე

„დღეს ჩვენ  ხელი მოვაწერეთ მართლაც ისტორიულ დოკუმენტს. ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით  საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება და ზოგადად უვიზო რეჟიმი დააახლოებს ისრაელის სახელმწიფოს საქართველოსთან, იგივე ჩვენი ხალხის დაახლოვება მოხდება და კიდევ უფრო გაუმჯობესდება არსებული ურთიერთობები როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ, კულტურულ სფეროებში, და ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო იქნება ასევე ინვესტიციების კუთხით საქართველოში. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ებრაელი ინვესტორი გეგმავს საქართველოში შემოსვლას.  შესაბამისად, ეს ყველაფერი გაამარტივებს ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობებს და უფრო ეფექტურს გახდის მას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს საქართველოს მთავრობის სახელით ამ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ შეთანხმების ხელის მოწერაში მონაწილეობის მიღება. დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის – საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.  ამ შეთანხმებამ შესაძლოა არ გახსნას ახალი ეპოქა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის გააღრმავებს ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაამარტივებს და ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის  ნდობის, პატივისცემის გამოხატვა, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გარღმავება და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“, – განაცხადა ფაინა ქირშენბაუმ, ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„დღეს ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც იმ ვიზიტების შედეგია, რაც ისრაელში წლის დასაწყისში განხორციელდა  ბიძინა ივანიშვილის და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. შეთანხმება ჩვენს თანამშრომლობას ახალ დონეზე გადაიყვანს, რაც ხალხს უფრო დააახლოებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ესტუმროს ისრაელს, თუმცა მინდა ყურადღბა გავამახვილო იმაზე, რომ შეთანხმება ძალაში შევა საბოლოო, ორმხრივი  პროცედურების დასრულების შემდგომ.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას ეცნობება შეთანხმების ამოქმედების შესახებ, რაც ხვალ და ზეგ არ მოხდება. მეორე შეთანხმება, რომელიც დანაშაულთან ბრძოლის შესახებაა, ურთერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავებს. შეთანხმება ყველა სახის დანაშაუალთან ბრძოლას ეხება, მათ შორისაა ტერორიზმიც. ორივე შეთანხმების ხელმოწერა ძალიან პოზოტიური მომენტია ჩვენს ურთიერთობებში და ქვეყნებს შორის. ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ჩვენ არ ვიყურებით წარსულისკენ, არამედ ჩვენი მზერა მიმართულია მომავლისაკენ და მოხარული ვარ, რომ ორივე შეთანხმებას მოეწერა ხელი ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად,“ – განაცხადა იუვალ ფუქსმა, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი