საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შედეგებზე 1%–ით მეტია. აქედან, ექსპორტი 2306 მლნ აშშ დოლარი იყო (16%–ით მეტი), ხოლო იმპორტი – 6285 მლნ აშშ დოლარი (4%–ით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ოქტომბერში 3979 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მაჩვენებლებს საქსტატი მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გამოაქვეყნებს.