ახალი ამბები

გივი ჭიჭინაძე 57. 86%, გიგი უგულავა 38.38% – შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

29 აპრილი, 2018 • 4318
გივი ჭიჭინაძე 57. 86%, გიგი უგულავა 38.38% – შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები

28 აპრილს გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57. 8%, ხოლო  “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38% მოიპოვა. 

წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

ცესკომ წინასწარი შედეგები 29 აპრილს, 01.00 საათზე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც 6 კანდიდატს შორის ხმები შემდეგნაიარად გადანაწილდა:

შუალედური არჩევნების შედეგები

ამ შედეგების მიხედვით, გიგი უგულავამ ვანსა და ხონში, ჯამში, იმაზე მეტი % მიიღო, ვიდრე აკაკი ბობოხიძემ [“ევროპული საქართველო”] ხონში, 2017 წელს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე.  ბობოხიძემ მაშინ ხონში ხმების 35.13 % მიიღო.

2016 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 54-ე მაჟორიტარულ ოლქში [ხონი, ვანი] “ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა 59,01%, ხოლო ენმ-ს კანდიდტმა 22, 87% მიიღო. ამის შემდეგ ენმ დაიშალა, ოცნების მაჟორიტარი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა, რის შედეგადაც დაინიშნა 28 აპრილის შუალედური არჩევნები.

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ენმ-მ.


  • ცესკოს ცნობით, 28 აპრილს გამართულ შუალედურ არჩევნებში, 60 საარჩევნო უბანზე, სადაც სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამომრჩევლების 57.9 % მივიდა.
  • პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძოდა.
  • არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევებზე სულ 5 საჩივარი შევიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში.
  • საიამ განაცხადა, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს,   ISFED -ი გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი