ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა მაია ასათიანი და სხვა ჟურნალისტები თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

17 ნოემბერი, 2013 •
მიხეილ სააკაშვილმა მაია ასათიანი და სხვა ჟურნალისტები თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

ინფორმაციას პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. დაჯილდოვებულებს შორის არიან: ტელეკომპანიის TV-3 ტოქშოუ „დიდი პოლიტიკის“ ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტოქშოუ „პოზიციის“ ავტორი და წამყვანი ნინო შუბლაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტოქშოუ „პროფილის“ ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი ტოქშოუ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ავტორი და წამყვანი ნანა ჟორჟოლიანი.

 

გარდა ჟურნალისტებისა, აღნიშნული ორდენით მიხეილ სააკაშვილმა პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დააჯილდოვა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი