ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პაშინიანი: ჩვენს მოძრაობას ანტირუსული განწყობები არ აქვს

26 აპრილი, 2018 • 2437
პაშინიანი: ჩვენს მოძრაობას ანტირუსული განწყობები არ აქვს

სომხეთში საპროსტესტო აქციების ლიდერმა, ოპოზიციონერმა ნიკოლ პაშინიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს .

ჟურნალისტის კითხვას, სომხეთში განგრძობითი პოლიტიკიური კრიზისის შემთხვევაში, უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთის ჩარევის საფრთხესთან დაკავშირებით, პაშინიანმა უპასუხა:

“მე არ მინდა უკრაინის გამოცდილების გათვალისწინება იმიტომ, რომ ეს სრულიად სხვა ისტორიაა. საუბარი იყო რუსეთის საელჩოში შეხვედრის დროსაც, რომ ამ მოძრაობას არ აქვს არანაირი გეოპოლიტიკური კონტექსტი. არანაირი. ეს არ არის მოძრაობა არც რუსეთის, არც აშშ-ის, არც ევროკავშირის, არც ირანის და არც საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის მოძრაობა კორუფციისა და არაეფექტური მმართველობის წინააღმდეგ.  ეს არის წმინდა სომხური, შიდა სომხური მოძრაობა და ძალიან მიხარია, რომ რუსეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სომხეთის შიდა ამბებში ჩარევას არ აპირებენ. ზოგიერთი სუბიექტის მიერ იყო ნათქვამი, რომ თითქოს რუსეთთან  შეთანხმებას რამეს ვუპირებთ. არცერთი წვეთი ანტირუსული განწყობებისა აქ არ არის”

არაცალსახა კომენტარი გააკეთა პაშინიანმა ODKB– ზე [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია].

“ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს ODKB, თუმცა, კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენს სტარეტეგიულ პარტნიორებს რა ვალდებუელება აქვთ ჩვენ წინაშე და ჩვენ რა კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს მათ წინაშე. რაც შეეება ევრაზიულ კავშირის, აქ ბევრი პრობლებაა. ვიმედოვნებ, ძალიან მშვიდად და მოთმინებით განვიხილავთ ამ პრობლემებს. ძალიან მგრძნობიარე თემაა და ფრთხილი ვარ გამონათქვამებში”.

საპროსტესტო აქციების პარალელურად, გუშინ, 25 აპრილს, ნიკოლ პაშინიანი, საკუთარი ინიციატივით, რუსეთის ელჩს სომხეთში, ივან ვოლინკინს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

ნიკოლ პაშინიანი ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი