ახალი ამბები

TDI: მიქაელ ბოტკოველის უპასუხისმგებლო განცხადებას შესაძლოა ძალადობა მოჰყვეს

12 ნოემბერი, 2013 • • 1192
TDI: მიქაელ ბოტკოველის უპასუხისმგებლო განცხადებას შესაძლოა ძალადობა მოჰყვეს

“ბოტკოველი პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც უპატრონოთა თავშესაფარს დაეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოს განცხადებას ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საეკლესიო პირების ხელმძღვანელობით ძალადობა მოჰყვა; არსებობს საფრთხე, რომ მსგავსმა უპასუხისმგებლო განცხადებამ იმავე შედეგამდე მიგვიყვანოს.

 

მიქაელ ბოტკოველი
მიქაელ ბოტკოველი

გარდა ამისა, გაკვირვებას იწვევს, რომ ეკლესია, რომელიც თითქოს ქველმოქმედებას და კაცთმოყვარეობას მხარს უნდა უჭერდეს, თავისი ავტორიტეტითა და მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი და უკანონო საშუალებით აპირებს უსახლკაროთა თავშესაფარის წინააღმდეგ გალაშქრებას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი