ახალი ამბებიგართობასაზოგადოება

როგორია ახალი ზოოპარკი, რომელიც ფეხბურთის 90 მოედნის ზომის ფართობს იკავებს [ფოტო]

25 აპრილი, 2018 •
როგორია ახალი ზოოპარკი, რომელიც ფეხბურთის 90 მოედნის ზომის ფართობს იკავებს [ფოტო]

ახალი ზოოპარკი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, 48 ჰექტარ ფართობს იკავებს. ეს ტერიტორია 90 საფეხბურთო სტადიონის ზომისაა.

ამ დროისთვის ახალ ზოოპარკში სულ 30 ცხოველია გადაყვანილი. ერთ ვოლიერში, რომლის ფართობიც ერთ ჰექტარს აჭარბებს, ნიამორები და ირმები ბინადრობენ. მეორე მსგავსი მოცულობის ვოლიერში კი მგლები და დათვები არიან განთავსებულნი.

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ახალ ზოოპარკში შედარებით მცირე ზომის სამუშაო ვოლიერიცაა აშენებული, სადაც დათვის ბელები და მგლის ლეკვები არიან მოთავსებულნი.

დათვებისა და ირმების ვოლიერების მშენებლობა გერმანიის თანამეგობრობის ფონდმა დააფინანსა. ეს პირველი გრანტი იყო, რომელიც თბილისის ზოოპარკმა 2015 წელს მიიღო და ახალ ტერიტორიაზე ზოოპარკის მოწყობა დაიწყო. დანარჩენ სამუშოებს კი თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ზოოპარკი საკუთარი ხარჯებით ახორციელებს.

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე ამბობს, ამჟამად ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ვოლიერები ფოცხვერებისთვის და ჯიხვებისთვის შენდება”

“უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, მიმდინარეობს მშენებლობები, სადაც კავკასიური ჯიხვები გვეყოლება. გარდა ამისა, ვიწყებთ ეგზოტიკური ფრინველების ავიარიუმის მშენებლობას. ბადე უკვე ჩამოტანილი გვაქვს და ახლა შესაბამის პროცედურებს გავდივართ, ტენდერისთვის დოკუმენტაციას ვამზადებთ, რის შემდეგაც მშენებლობას დავიწყებთ. პარალელურად, ვიწყებთ აფრიკის სავანის მშენებლობას, სადაც შესაბამისი ცხოველები იქნებიან ჩამოყვანილი, ნაწილს კი ამჟამინდელი ზოოპარკიდან გადმოვიყვანთ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ზურაბ გურიელიძემ.

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის თქმით, იმედი აქვთ, რომ კავკასიის ნაწილის დასრულების შემდეგ ზოოპარკი დამთვარიელებისთვის გაიხსნება. გურიელიძის თქმით, ძნელი სათქმელია, სრულად როდის დამთავრდება ახალი ზოოპარკის მშენებლობა, თუმცა ვარაუდობენ, რომ დამთვალიერებლების მიღება წელსვე იქნება შესაძლებელი.

შედარებისთვის, გმირთა მოედნის მიმდებარედ, თბილისის მოქმედი ზოოპარკის ფართობი დაახლოებით 5 ჰექტარია. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, ახალი ტერიტორიის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ მისი სიდიდეა. გურიელიძის თქმით, 48 ჰექტარ ფართობზე შესაძლებელია მაღალი სტანდარტების მქონე ზოოპარკის მშენებლობა. გარდა ამისა, ახალი ტერიტორიის რელიეფი ცოხველების ბუნებრივი საცხოვრისისთვის მიმსგავსების საშუალებას იძლევა:

“აქ  ბუნებრივი ლანდშაფტია წარმოდგენილი, მთის და ტყის ფრაგმენტებია. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია,  ჩვენ ამის ხელოვნურად გაკეთება აღარ გვიწევს. ცხოველებს სჭირდებათ გარკვეული სივრცე. ეს სივრცე არა ცარიელი, არამედ დატვირთული უნდა იყოს მცენარეებით… ამისთვის ეს ძალიან მოსახერხებელია. მთავარi ისაა, რომ ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა, სადაც შესაძლებელია დიდი და კარგი ვოლიერების აშენება,” – ამბობს გურიელიძე.

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისის ახალი ზოოპარკი 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ვოლიერების გარდა, ახალ ზოოპარკში უკვე თითქმის დასრულებულია ბავშვთა შემეცნებითი ზონის მოწყობა, სადაც ზოოპარკის მცირეწლოვან სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა შეეძლებათ.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა, როგორც ზურაბ გურიელიძე განმარტავს, ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს ცხოველების, სპეციალურ ფილებზე ამოტვიფრულ ნაკვალევს მიჰყვნენ, რომელიც მათ ამ ცხოველებისთვის დამახასიათებელ, ბუნებრივთან მიახლოებულ საცხოვებელთან მიიყვანს.

ბავშვთა შემეცნებით-გასართობი ზონა თბილისის ახალი ზოოპარკში 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა შემეცნებით-გასართობი ზონა თბილისის ახალ ზოოპარკში 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა შემეცნებით-გასართობი ზონა თბილისის ახალ ზოოპარკში 24.04.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აღნიშნული ტერიტორია თბილისის ზოოპარკს დედაქალაქის მერიამ გადასცა და აქ თბილისის ზოოპარკის გადატანა იგეგმება. მას შემდეგ კი, რაც ზოოპარკის გადატანის პროცესი სრულად დამთავრდება, ამჟამინდელი ზოოპარკის ტერიტორია, ოფიციალური ინფორმაციით, მწვანე ზონად გამოცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი