საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პირველ ლედისთან ბრიჯიტ მაკრონთან ერთად აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება. მაკრონის წყვილს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი მასპინძლობდენ.
ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონები აშშ-ში 23 აპრილს ჩაფრინდნენ. ისინი აშშ-ში 3 დღეს დარჩებიან. 25 აპრილს დაგეგმილია ემანუელ მაკრონის გამოსვლა კონგრესში. ნეტგაზეთი გთავაზობთ ვიზიტის ამსახველ ფოტოებს, რომელიც ევროპის პრესფოტოსააგენტოზე დაყრდნობითაა მომზადებული.
