ახალი ამბები

“ქართული ოცნება” შუალედურ არჩევნებს შემოწირულობების გარეშე ატარებს – დეკლარაცია

24 აპრილი, 2018 • 1483
“ქართული ოცნება” შუალედურ არჩევნებს შემოწირულობების გარეშე ატარებს – დეკლარაცია

2018 წლის 28 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნების წინა პერიოდს ვანსა და ხონში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” შემოწირულობების გარეშე, საბიუჯეტო დაფინანსების იმედად ატარებს. აღნიშნული ინფორმაცია აუდიტის სამსახურში წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული.

დეკლარაციაში, რომელიც 26 თებერვლიდან 8 აპრილამდე პერიოდს მოიცავს, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლები 173 478 ლარია, აქედან 173 420 ლარი სახელმწიფოდან მიღებული საბიუჯეტო დაფინანსებაა. ამას ემატება სახელმწიფოს დაფინანსება – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული შემოსავალი 84 866 ლარის ოდენობით.

აღნიშნული პერიოდში პარტიას არც ფულადი და არც არაფულადი შემოწირულობა არ მიუღია. პარტიამ წინასაარჩევნოდ რეკლამისთვის დახარჯა მხოლოდ გარე რეკლამის ხარჯი. 18 538 ლარად სამ ბილდბორდზე რეკლამა განათავსა – ერთი ვანში და ორი ხონში.

“ქართულმა” ოცნებამ 5 225 ლარი დახარჯა 36 კოორდინატორისა და სიების დამზუსტებელი პირების ანაზღაურებისთვის.

პარტიას ამ პერიოდისთვის 290 537 ლარის ოდენობის ხარჯი უფიქსირდება, რომელშიც ძირითადად შედის იჯარის, საქონლისა და მომსახურების ხარჯები.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, პარტიის მიერ გაღებული ხარჯი 184 288 ლარს შეადგენს. “ევროპულ საქართველოს” 53 357 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. პარტიის საბიუჯეტო დაფინანსებაა 86 344 ლარი, შესაბამისად, მისი ჯამური, მხოლოდ წინასაარჩევნო შემოსავალი არის 144 210 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, პარტიამ რეკლამაში 14 728 ლარი დახარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი