ახალი ამბები

ცოლის დაკრძალვიდან მეორე დღეს ჯორჯ ბუში უფროსი რეანიმაციაში მოათავსეს

24 აპრილი, 2018 • 1870
ცოლის დაკრძალვიდან მეორე დღეს ჯორჯ ბუში უფროსი რეანიმაციაში მოათავსეს

92 წლის ბარბარა ბუშის დაკრძალვიდან მეორე დღეს, 22 აპრილს, მისი ქმარი, ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს.

93 წლის ბუში ჰიუსტონის ერთ-ერთ კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ინფექცია გახდა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება და გაუმჯობესების დინამიკაც შეიმჩნევა.

როგორც CNN თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ჯორჯ ბუშს ინფექციის გამო სეფსისი განუვითარდა, დაუვარდა წნევდა და არსებობდა მისი გარდაცვალების რეალური რისკიც. საბოლოოდ, ექიმებმა მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს.

ჯორჯ ბუშს ამერიკის პრეზიდენტის პოსტი 1989-1993 წლებში ეკავა. მანამდე აშშ-ში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა, მათ შორის, იყო ქვეყნის ვიცეპრეზიდენტიც.

ჯორჯ ბუში არის ამერიკის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი