ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს პარტნიორი გახდა

23 აპრილი, 2018 • 1224
საქართველოს ბანკი პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს  პარტნიორი  გახდა

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ბიზნეს პროექტ- „ბიზნეს კაფე“-ს პარტნიორი გახდა.

საქართველოს ბანკი, საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და „ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელს  საშუალებას აძლევს:

[checklist]

  • ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ;
  • დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით;
  •  გაცვალონ ინფორმაცია  საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

[/checklist]

საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული პირველი შეხვედრა სამსახურთან მიჯაჭვულობის თემატიკას მიეძღვნა. შეხვედრის სპიკერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე იყო. შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და კლიენტები.

„ბიზნეს კაფე“-ს პროექტის ფარგლებში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც სპიკერები და სტუმრები შეძლებენ ერთმანეთთან მრავალფეროვან საკითხებზე დისკუსიების გამართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი