ახალი ამბები

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით რუსეთს 16-ის ნაცვლად 18 მეზობელი ჰყავს

20 აპრილი, 2018 • 2186
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით რუსეთს 16-ის ნაცვლად 18 მეზობელი ჰყავს

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე მასპინძელი ქვეყნის დახასიათებაში წერია, რომ რუსეთს 18 მეზობელი ქვეყანა ჰყავს.

სქრინშოტი ფიფას ვებგვერდიდან

სინამდვილეში რუსეთს 16 მეზობელი ქვეყანა ჰყავს (იაპონიისა და აშშ-ის ჩათვლთ). 18 მეზობელი გამოდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, რომელთა დამოუკიდებლობასაც საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.

ზემოხსენებული ინფორმაცია ფიფას ვებგვერდზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიკმა აღმოაჩინა და ტვიტერზე გამოაქვეყნა.

იოზვიკას ტვიტერზევე პასუხობს საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი. მისი თქმით, ქართული მხარე ამ საკითხზე მუშაობს.

განახლება:

მას შემდეგ, რაც რიკარდმა მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციას შეტყობინება გაუგზავნა, ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მალევე გამოასწორა შეცდომა და საერთოდ წაშალა რუსეთის მეზობელი ქვეყნების რაოდენობა.


ფიფა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს. წელს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი