ახალი ამბები

სვაზილენდის მონარქმა ქვეყანას სახელი გადაარქვა

20 აპრილი, 2018 • 2852
სვაზილენდის მონარქმა ქვეყანას სახელი გადაარქვა

სამხრეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფო სვაზილენდის მონარქმა, მეფე მსვათი მესამემ ქვეყანას სახელი შეუცვალა. მისი ბრძანებით, სვაზილენდს ამიერიდან “ისვათინის სამეფო” ერქმევა. მეფე მსვათიმ ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა 18 აპრილს, ქვეყნის დამოუკიდებლობის 50 წლისთავზე, რომელიც სტადიონზე გაიმართა.

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის ახალი სახელი ისვათინი “სვაზის მიწას” ნიშნავს. ცვლილება მოულოდნელი იყო, თუმცა მეფე დიდი ხანია სვაზილენდს ისვათინს ეძახდა. მონარქი ამ სახელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისასაც იყენებდა.

აფრიკის ეს სახელმწიფო მცირე ქვეყანათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც აბსოლუტური მონარქია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ქვეყანას ძირითადი შემოსავალი შაქრის ექსპორტიდან აქვს. მსოფლიო ბანკის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა 1.2 მილიონი ადამიანია. ქვეყანა ეკონომიკურად სამხრეთ აფრიკაზეა დამოკიდებული. სვაზილენდში იმპორტის 85% სამხრეთ აფრიკაზე მოდის, ექსპორტის 60%-ს სვაზილენდი ასევე სამხრეთ აფრიკაში  ახორცილებს. მსოფლიო ბანკის თანახმად, 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.9 %-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი