ახალი ამბები

“მედიის ადვოკატირებისთვის”: აჭარის ტელევიზიის ბორდი ერთპარტიული ნიშნით დაკომპლექტდა

6 ნოემბერი, 2013 •
“მედიის ადვოკატირებისთვის”: აჭარის ტელევიზიის ბორდი ერთპარტიული ნიშნით დაკომპლექტდა

“აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტაციამ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს არ მისცა საშუალება, მრჩეველთა საბჭოს წევრებად აერჩიათ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიც, როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოითხოვს. 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ერთპარტიული ნიშნით”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

“ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესს და არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში პოლიტიკური ჩარევის ფაქტი”

კოალიცია მიმართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გამოიჩინონ პოლიტიკური გამჭრიახობა და გააუქმონ მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიცია გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

კოალიცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საერთო ძალისხმევით არ დაუშვან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განსახელმწიფოებრიობის პროცესში ადგილობრივ პოლიტიკოსთა უხეში ჩარევა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი