ამგვარად აჭარის ტელ-რადიო დეპარტამენტის ხუთკაციანი ბორდი მთლიანად უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებითაა დაკომპლექტებული.
შეგახსენებთ, რომ ტელევიზიის საბჭოს ხუთი წევრიდან სამი – ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში უმაღლესმა საბჭომ 18 ოქტომბერს შეარჩია. სამივე კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი.