CIA-ის ხელმძღვანელი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს საიდუმლოდ შეხვდა

CIA-ის ხელმძღვანელი მაიკ პომპეო ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს საიდუმლოდ შეხვდა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მაიკ პომპეო ფხენიანში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა. დაგეგმილია, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამის მომავალი განიხილონ.

შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღი 2018 წლის 18 მაისია. ეს იქნება პირველი შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ლიდერს შორის. ამერიკის ისტორიაში ბილ კლინტონი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც 2000 წელს კიმის მამას შეხვედრაზე შეუთანხმდა, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან 2001 წელს კლინტონს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com