ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ესტაკადას აშენებს მერია ძველ იპოდრომთან – ფოტო

18 აპრილი, 2018 • 9349
როგორ ესტაკადას აშენებს მერია ძველ იპოდრომთან – ფოტო

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ძველი იპოდრომის მიმდებარედ, მერია ახალი სატრანსპორტო ესტაკადას აშენებს, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები ხუთ თვეში დასრულდება და მასზე 2,7 მლნ ლარი დაიხარჯება.

19 აპრილს, 18:30 საათზე, კამპანია “SOS იპოდრომი” და ორგანიზაცია “იარე ფეხით” მერიის წინ საპროტესტო აქციას გეგმავს.

ამ ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის შესახებ  17 აპრილს გახდა ცნობილი. გთავაზობთ თბილისის მერიიდან მოწოდებულ პროექტის გრაფიკულ გამოსახულებას, თუ როგორი ესტაკადის მშენებლობას გეგმავენ ძველ იპოდრომთან.

იპოდრომთან დაგეგმილი ესტაკადა. მერიის პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი