“ის ჯერჯერობით კვლავ არ არის ნაპოვნი. საბერძნეთის სამაშველო სამსახურები სამძებრო სამუშაოებს შემთხვევიდან 74 საათის განმავლობაში გააგრძელებენ. ახლა ძებნა ფაქტობრივად ფსკერზე მიმდინარეობს. 74 საათის გასვლის შემდეგ კი, ძებნა გახდება უფრო ზედაპირული”, – განაცხადა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოედგილემ, ინგა კიკვაძემ.
მისი თქმით, ჩაძირული გემის ქართული ეკიპაჟის 5 წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ. მათ ტრანსპორტირებას გემის მფლობელი კომპანია უზრუნველყოფს.
საბერძნეთის საზღვართან, ეგეოსის ზღვაში გემის ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია 3 ნოემბერს გავრცელდა.




