ახალი ამბები

2013 წელს ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8,3%-ით გაძვირდა

4 ნოემბერი, 2013 •
2013 წელს ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8,3%-ით გაძვირდა

“საქსტატის” ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0,2%-ის დონეზეა. წელს სულ 2-ჯერ, ივნისში და ოქტომბერში ფიქსირდება ინფლაცია, სხვა თვეები დეფლაციური იყო. საშუალო წლიური ინფლაციის დონე 0,9%-ია. 

 

ფული
ფული

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,3%-ით; ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2%-ით; ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,5%-ით.

 
 
“საქსტატის” მონაცემებით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ფასები გაიზარდა ჯანრთელობის დაცვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე, საცხოვრებელი- წყლის, ელექტროენერგიის, აირის ჯგუფებზე. 

 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,1%-ით, რომლის წვლილმაც ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელში 0,85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა საავადმყოფოების მომსახურების ქვეჯგუფზე (37,7%).

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,5%-ით. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6%), რძე, ყველი და კვერცხი (3,3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2,7%), საცხოვრებელი- წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 1,5% ზრდა. ამ ჯგუფის წვლილმა ოქტომბრის ინფლაციაში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა მყარ საწვავზე ფასების 9%-იანმა მატებამ. 2013 წლის ოქტომბერში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2% შეადგინა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი