ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი სატელევიზიო გადაცემის თანაწამყვანი იქნება

18 აპრილი, 2018 • 3208
ალექსი პეტრიაშვილი სატელევიზიო გადაცემის თანაწამყვანი იქნება

ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გადაცემის, “საქმიანი დილის” თანაწამყვანი იქნება.

გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გადის. “ბიზნეს მედია საქართველოს” (BMG) ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი მაყურებლებისთვის ყოველკვირეულ მიმოხილვებს, ინტერვიუებს და ვიდეობლოგებს მოამზადებს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, მათი გავლენების შესახებ მსოფლიო ეკონომიკაზე და გლობალურ წესრიგზე.

BMG-ის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი პოლიტიკური მიმომხილველის სტატუსით საქმიანი ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს მიმოიხილავს და მისი ბლოგები ასევე Forbes Georgia –ს გამოცემებშიც დაიბეჭდება. ალექსი პეტრიაშვილმა მინისტრის თანამდებობა 2014 წელს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი