ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შეიარაღებული ძალების ოფიცრები ილია მეორეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ესტუმრნენ. სამხედროებთან ერთად იმყოფებოდა, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
“საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ საქართველოს პატრიარქს, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის სახელით, სიმბოლური საჩუქარი – საქართველოს სახელწმიფო დროშა გადასცეს. ქართული დროშა ISAF-ის მისიის შესრულებისას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე ფრიალებდა”.– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ოფიცრებმა, საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების სახელით საქართველოს სახელწმიფო დროშა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც გადასცეს.