“ანზორ ჩუბინიძე ნამდვილად არ იქნება შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრი, სხვა დანარჩენს ირაკლი [ღარიბაშვილი] გადაწყვეტს თავად. ანზორ ჩუბინიძე არ განიხილება და ის თავის ადგილზე დარჩება”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა პრემირ–მინისტრობის კანდიდატად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. თავად ღარიბაშვილს გუშინ არ უსაუბრია, თუ ვინ შეცვლის მას შს მინისტრის თანამდებობაზე.
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტი ოფიციალურად წარადგენს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი დაამტკიცებს. 17 ნოემბრის შემდეგ გადადგება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, ხოლო ახალი მთავრობის შემადგენლობას უკვე პრემიერი წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მას დაამტკიცებს ან – პირიქით.