ახალი ამბები

“Pussy Riot”-ის დაპატიმრებული წევრი სხვა ციხეში გადაყვანის შემდეგ გაუჩინარდა

3 ნოემბერი, 2013 •
“Pussy Riot”-ის დაპატიმრებული წევრი სხვა ციხეში გადაყვანის შემდეგ გაუჩინარდა

ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ქმრის განცხადებით, მას არ მიუღია ინფორმაცია ცოლის შესახებ და ტოლოკონიკოვას ადგილსამყოფელს საიდუმლოდ ინახავენ. 

 

ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ციხეში შიმშილობდა, ის და ჯგუფის კიდევ ერთი წევრი მოსკოვის ერთ–ერთ ტაძარში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მოწყობილი პროტესტის გამო დააკავეს 2012 წელს, ჯგუფის მესამე წევრი კი აპელაციის საფუძველზე გათავისუფლდა. 

 

ტოლოკონიკოვა აცხადებდა, რომ მორდოვიის ციხის თანამშრომლები მას ცუდად ეპყრობოდნენ. 21 ოქტომბერს იგი სხვა ციხეში გადაიყვანეს, ბოლო ადგილსამყოფელი, სადაც ტოლოკონიკოვა იყო, ჩელიაბინსკია. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. 

 

ქმრის, პიოტრ ვერზილოვის განცხადებით, მისი ცოლის გადაყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო, რათა იზოლაციაში მოექციათ იგი. 

 

“პუსი რაიოტის” მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა არაერთი საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია. 

 

ნაძეჟდა ტოლოკონიკოვა
ნაძეჟდა ტოლოკონიკოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი