ახალი ამბები

ნადირაშვილი: პრემიერი ხდება ადამიანი, რომელმაც პირად კონტროლზე აყვანილი საქმეებიც ვერ გამოიძია

2 ნოემბერი, 2013 •
ნადირაშვილი: პრემიერი ხდება ადამიანი, რომელმაც პირად კონტროლზე აყვანილი საქმეებიც ვერ გამოიძია

“პრემიერ–მინისტრი ხდება ადამიანი, რომელმაც ის საქმეებიც ვერ გამოიძია, რომელიც პირად კონტროლზე აიყვანა, ამისთვის თუნდაც ბარბარე რაფალიანცის საქმის დასახელებაც კმარა და ე.წ. “ჯიჰადის ვიდეობზე” მოყოლილი ზღაპრების გახსენება. ღარიბაშვილი მუდმივად იმეორებდა კოკა ყანდიაშვილის მიერ მოგონილ ტერმინს პოლიციის დეპოლიტიზაციის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში თენგიზ გუნავასთვის იარაღის ჩადების ფაქტიც კი არ გამოიძიეს. ყველაზე მთავარი, ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა საკვანძო თანამდებობაზე დანიშნა თავისი ნატესავები”,– განაცხადა ირმა ნადირაშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ნოემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემეირად მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას კი პარლამენტი  17 ნოემბრის შემდეგ დაამტკიცებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი