ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს

17 აპრილი, 2018 • 2012
სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

“სომხეთში სარევოლუციო სიტუაციაა და დღეს აქ მე ვაცხადებ დემოკრატიული, არაძალადობრივი ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ”, – განაცხადა დღევანდელ აქციაზე ნიკოლ პაშინიანმა იმ დროს, როდესაც ქვეყნის ეროვნულ კრებაში [პარლამენტი] დეპუტატები ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს უსმენდნენ.

დღეს, 17 აპრილს, სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ დღეს, 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. აღნიშნულ პოსტზე სომხეთის მმართველმა პარტიამ ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინა. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. აქციებს სათავეში სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო პაშინიანი უდგას.

ერევანი, აქცია, 17 აპრილი, 2018, ფოტო: კნარ ხუდოიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი