ახალი ამბები

ოთარ კახიძე: პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს

17 აპრილი, 2018 • 1661
ოთარ კახიძე: პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს

“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე “პასუხისმგებლობიდან გაქცევას” უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას. აბაშიშვილმა 16 აპრილს თქვა, რომ “ქართული ოცნება” “ევროპულ საქართველოსთან” ერთად ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობას ქმნის და სამიზნედ პრეზიდენტი აირჩია.

“ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს “ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ “ქართული ოცნების” ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას ახდენს თავად მარგველაშვილი, როდესაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორის თუ მოძალადის შეწყალებას,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

გიორგი აბაშიშვილმა “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც აღნიშნულმა პარტიებმა პრეზიდენტი მარგველაშვილი ნარკორეალიზაციისა და ძალადობის ბრალდებით გასამართლებული პირების შეწყალებისთვის გააკრიტიკეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი