ახალი ამბები

ოხანაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობას “ევროპულ საქართველოსთან” გარიგება არ სჭირდება

17 აპრილი, 2018 • 1313
ოხანაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობას “ევროპულ საქართველოსთან” გარიგება არ სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები არის პრეზიდენტის მცდელობა, გადაფაროს შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რის გამოც საზოგადოებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. მისივე თქმით, ამ მიზნით გზავნის პრეზიდენტი “გაუაზრებელ და არასწორ მესიჯებს”, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში რაიმე ხდება:

“ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი, ეს არის აბსურდი. საკონსტიტუციო უმრავლესობას არ სჭირდება არანაირი გარიგება რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, მით უმეტეს, “ევროპულ საქართველოსთან”. შესაბამისად, აქვთ ეს მცდელობა, გადაფარონ მათ მიერ წამოწყებული არასახელმწიფოებრივი და არაჯანსაღი პროცესი მოჭარბებულ შეწყალებასთან დაკავშირებთ,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ, 16 აპრილს, “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც ამ ორი პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აბაშიშვილი: პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი