ახალი ამბები

კბილაშვილი: შესაძლოა ჟვანიას საქმე “ამოყირავდეს”

1 ნოემბერი, 2013 •
კბილაშვილი: შესაძლოა ჟვანიას საქმე “ამოყირავდეს”

“დიახ, შესაძლოა ჟვანიას საქმე “ამოყირავდეს”, მაგრამ არ მინდა გაგებული იქნას ეს, რომ აუცილებლად ასე მოხდება, რადგან ეს ნიშნავს გამორიცხვას რაღაც ვერსიის, ჯერ არაფერი არ არის გამორიცხული.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეცნიერული ცოდნის გამოყენებით რაღაც საკითხების შესწავლა, საკითხები, რომლებიც არ წყდება ადამიანის ჩვენებებით, ადამიანის ფსიქო–ემოციური აღქმით, არამედ რომელიც კონკრეტული მეცნიერული ცოდნის საფუძველზე უნდა დადგინდეს.”, – განაცხადა მთავარიმა პროკურორმა.

 

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობისას კითხვა დაისვას- იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ მკვლელობა. მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს გვამის ეგსგუმაციაც.

 

შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს ამ საქმეში, პროკურორი პასუხობს, რომ არ გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი