ახალი ამბები

კალაძე: ღარიბაშვილს შესწევს იმის უნარი, რომ იყოს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი

1 ნოემბერი, 2013 •
კალაძე: ღარიბაშვილს შესწევს იმის უნარი, რომ იყოს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი

“ხვალ საზოგადოება გაიგებს, თუ ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ–მინსიტრი და დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს. იქნება დასახელებული აუცილებლად, თუ ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრიც და ალბათ შეიძლება ცვლილებები იყოს მინისტრთა კაბინეტშიც. ირაკლის რაც შეეხება, ჩემი უახლოესი მეგობარია, ის არის ნამდვილად ღირსეული პიროვნება, სუფთა წარსულის მქონე ადამიანი, უპატიოსნესი პიროვნება იქნება დასახელებული. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ყველა წევრი მიესალმება ამ კანდიდატურას. მას შესწევს უნარი, რომ იყოს ქვეყნის პრემიერ–მინისტრი”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის”  გადაცემა “ღია ეთერში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი