ახალი ამბები

საქართველო გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) წევრად აირჩიეს

1 ნოემბერი, 2013 •
საქართველო გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) წევრად აირჩიეს

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2013 წლის 30 ოქტომბერს გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად საქართველოს არჩევას 2014-16 წლების ვადით. არჩევნები გაიმართა ქ. ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ფარგლებში. გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC) წარმოადგენს გაერო-ს ძირითად ორგანოს, რომელიც შეისწავლის და გასცემს რეკომენდაციებს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქართველო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას აღნიშნულ არჩევნებში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი