2013 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოს მთავრობის განკარგულებებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 33 449.6 ათასი ლარი, ხოლო სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხულმა თანხებმა – 21 811.7 ათასი ლარი.

 

სწორედ აღნიშნული თანხიდან გამოეყო ენერგეტიკის სამინისტროს 181 196 ლარი, საიდანაც 1 ოქტომბრის მდგომარეობით გადარიცხულია 135 073 ლარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს 10-ჯერ აქვს გამოცემული ბრძანება, რომლის საფუძველზეც კახა კალაძის უწყებამ საიდუმლო მიზნებისთვის მიიღო დაფინანსება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

 

პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე, საიდუმლო მიზნებისთვის ოთხჯერ არის თანხა გადარიცხული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რამაც, ჯამში, 1 232 240 ლარი შეადგინა.

 

2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 9 990.5 ათასი ლარი, ხოლო სახაზინო სამსახურის მიერ გადარიცხულმა თანხებმა – 8 525.7 ათასი ლარი. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *