ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი სირიაში სამხედრო დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს

15 აპრილი, 2018 • 10466
სოხუმი სირიაში სამხედრო დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყებამ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აშში-ს და კოალიციის საჰაერო დარტყმები დაგმო. ამის შესახებ აფხაზეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს.

“აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიელი ხალხის დასაცავად დადგნენ და პროფესიონალურად გადამზადებული სპეციალისტებით, მათ შორის მფრინავთა შემადგენლობით დაეხმარონ.

დღეს სირიას მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი აქვს. კოალიციის ქვეყნები აშშ-ის ხელმძღვანელობით არ წყვეტენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და საკუთარ კონტროლქვეშ დაქვემდებარების მცდელობებს. დარწმუნებული ვართ, სირიელი ხალხი ყველა გამოცდას გაუძლებს და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თქმით, საჰაერო თავდასხმების სამიზნე შემდეგი ობიექტები გახდა:

  • დამასკოს სამეცნიერო კვლევის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მტკიცებით, ქიმიური იარაღის წარმოებასთანააა დაკავშირებული.
  • ქალაქ ჰომსის დასავლეთით მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი
  • ქალაქ ჰომსთან ახლოს მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი და სამხედრო მართვის ცენტრი.

გუშინ, 14 აპრილს, გაეროს უშიშრობების საბჭოში რუსეთი სირიაზე განხორციელებული დარტყმებ კოლექტიურ დაგმობას მოითხოვდა, თუმცა, 15-წევრიანი საბჭოდან რუსეთის რეზოლუციას მხარი მხოლოდ ბოლივიამ და ჩინეთმა დაუჭირეს. გაეროში რუსეთის ელჩმა წაიკითხა პუტინის განცხადება, სადაც, დაგმობილი იყო აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედება.

აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმკი განაცხადა, რომ სირიის ქიმიური იარაღის საწარმოებზე განხორციელებული დარტყმები “გამართლებული, ლეგიტიმური და პროპორციული იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი