ახალი ამბები

ზესტაფონში ქურდული გარჩევის გზით მოქალაქეს $15 000-ს სძალავდნენ – შსს

15 აპრილი, 2018 •
ზესტაფონში ქურდული გარჩევის გზით მოქალაქეს $15 000-ს სძალავდნენ – შსს

შსს-ს ცნობით,  წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 38 წლის გ.გ. და 36 წლის ბ.მ., გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გასულ წელს ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ – 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელჯოხით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.

სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის თებერვალში ნ.ქ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს”-  აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 181-ე და126-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი