“ტესტირება ნებაყოფლობით 222-დან 148 დაინტერესებულმა პატიმარმა ჩაიტარა. მიმდინარე კვირაში ქალ მსჯავრდებულთა შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები უკვე ცნობილი იქნება”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე მიზნობრივი ჯგუფია, სადაც ტესტირება მასობრივად ჩატარდა. პროგრამის დაწყების ადრეულ ეტაპზე ტესტირება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს უკვე ჩაუტარდათ. 1 წლის განმავლობაში კი 10 000-ზე მეტ პატიმრის ტესტირება იგეგმება.


“პროგრამის მეორე ფაზა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც 2 წლის განმავლობაში მკურნალობა 1000 პატიმარს ჩაუტარდება. პაციენტები, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სპეციალური სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან”, – აცხადებენ სამინისტროში.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *