სექტემბერი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი კლებით გამოირჩევა: 2010 წლის სექტემბერთან (31 592 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 28.2%-ით, 2011 წლის სექტემბერთან (42 283 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – კლება 4.2%-ით და 2012 წლის სექტემბერთან (59 009 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – კლება 31.3%-ით მოხდა
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.6%-ით გაიზარდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (10.7%-ით), ხოლო ზრდა – მეორადი (4.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (60.2%-ით), ისე მეორადი (18.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის სექტემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 7 102, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 33 411 ერთეული შეადგინა;
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი, სექტემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.5%-ს მეორადი, ხოლო 17.5%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის სექტემბერში კი – შესაბამისად, 69.8% და 30.2%)