2013 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველო ერთი ადგილით დაწინაურდა.
საქართველომ საკრედიტო ინფორმაციის სისტემის გაუმჯობესება პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღებით მოახდინა. ბიზნესრეგულირების რეფორმების სფეროები: კრედიტის მიღება (კრედიტთან დაკავშირებული ინფორმაცია).კვლევაში „ბიზნესის წარმოება 2014“ ქვეყნის მიერ ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით დაკავებული პოზიცია: 8. „საზღვრამდე მანძილი“ 2013 წელს (პროცენტული მაჩვენებელი): 81.1 (2012 წელს ეს მაჩვენებელი 80.8 პროცენტს შეადგენდა, ერთ წელიწადში 0.2- პროცენტიან გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი).
“დუინგ ბიზნესის” მონაცემებით, მშენებლობაზე ნებართვის რეიტინგში საქართველო მე–2 ადგილს ინარჩუნებს. კერძო ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით 1 ადგილზეა, კრედიტის აღების სიმარტივით მესამეა, ინვესტიციების დაცვის კუთხით, მე–16. გადასახადების გადახდის კუთხით საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა და 32–დან 29–ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველო ასევე დაწინაურდა სასაზღვრო ვაჭრობის რეიტინგში და 45–ე ადგილიდან 43–ე ადგილზე გადაინაცვლა. კონტრაქტების უზრუნველყოფის რეიტინგში საქართველო 33–ე ადგილზეა. საწარმოების გადახდის უუანროდ გამოცხადების რეიტინგში საქართველომ 92–დან 88 ადგილზე გადაინაცვლა და მდგომარეობა 4 პუნქტით გაუმჯობესდა.
“დუინგ ბიზნესი” ახალ გლობალურ კვლევაში აღნიშნავს, რომ საქართველოში საწარმოს რეგისტრაცია ერთ დღეში ხდება და 100 ლარი ღირს. თუ საწარმოს რეგისტრაცია დაჩქარებული წესით ხდება, 200 ლარს ბანკის საკომისიო 1 ლარი ემატება. საქართველოში, ასევე ბანკში ანგარიშის გახსნა 1 დღეშია შესაძლებელი.
“დოინგ ბიზნესი” ბიზნესის მდგომარეობის რეიტინგს 189 ქვეყნის შესახებ ყოველ წელს აქვეყნებს. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა „ბიზნესის წარმოება“ რეგულაციების იმ პროცედურების ანალიზს აკეთებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ბიზნესებს მათი არსებობის მანძილზე შეეხება; მათ შორის ხდება ბიზნესის დაწყებასთან და ოპერირებასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, გადასახადის გადახდასთან და გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეგულირების პროცედურების ანალიზი. ბიზნესის წარმოების საერთო შეფასება 10 ინდიკატორს ეყრდნობა და 189 ქვეყანას მოიცავს. თუმცა „ბიზნესის წარმოების“ ანგარიში ბიზნესგარემოს ყველა ასპექტს არ ზომავს. მაგალითად, ანგარიში არ ზომავს ფისკალური მენეჯმენტის ხარისხს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის სხვა ასპექტებს, მუშახელის კვალიფიკაციის დონეს ან ფინანსური სისტემების მდგრადობას.