ახალი ამბები

რუსეთში ვერტმფრენი ქუჩაში ჩამოვარდა, არის მსხვერპლიც

11 აპრილი, 2018 • 2292
რუსეთში ვერტმფრენი ქუჩაში ჩამოვარდა, არის მსხვერპლიც

რუსეთში, ხაბაროვსკში, ვერტმფრენი Mi-8 ქუჩაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. ექვსივე მათგანი ავიაკომპანია “ვოსტოკის” თანამშრომლები იყვნენ, მათ შორის, სამხედრო დანაყოფის ოთხი მეთაური, ორი მექანიკოსი და მეორე პილოტი. ამის შესახებ Настоящее Время წერს.

გამოცემის თანახმად, ავიაკომპანია “ვოსტოკში” აცხადებენ, რომ ვერტმფრენი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ვერტფმრენი იმიტომ ჩამოვარდა, რომ ფრენისას ელექტროგადამცემ ანძას დაეჯახა. გარდა ამისა, ვერსიებს შორის პილოტის შეცდომა, ბუნებრივი პირობები და ტექნიკური ხარვეზი სახელდება.

ავტიაკატასტროფის დროს ხაბარკოვსკში თოვლ-ჭყაპი და ცუდი ხილვადობა მართლაც იყო, რაც ვიდეოშიც ჩანს:

მასალების გადაბეჭდვის წესი