ახალი ამბები

პირმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ კი პოლიციაში მორიგეს იარაღს სძალავდა – შსს

10 აპრილი, 2018 •
პირმა ჯერ მანქანა გაიტაცა, შემდეგ კი პოლიციაში მორიგეს იარაღს სძალავდა – შსს

სამართალდამცავებმა ძარცვისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით გურჯაანის რაიონში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული 2 აპრილს საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით განყოფილების მორიგისათვის იარაღის გამოძალვა სცადა. ამის საშუალება მას პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ინციდენტამდე, ბრალდებულმა სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა გასტაცა, რომლითაც პოლიციის შენობის მიმართულებით გადაადგილდა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პირი მიმალვის მცდლეობისას სოფელ ბაკურციხეში დააკავეს, გატაცებული მანქანა და სანადირო თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 237-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძარცვასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. მსგავსი ტიპის დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისმხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი