ახალი ამბები

თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

10 აპრილი, 2018 • 3166
თბილისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცავებმა  უცხოელი ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. შემთხვევა 9 აპრილს, საღამოს მოხდა.

შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა. თუმცა, როგორც ადგილზე მისულმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა “რუსთავი2”-ს განუცხადეს, გაზის სისტემა ბინაში გამართული იყო.  ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

უწყების ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი