ახალი ამბებიეკონომიკა

სასტუმროების უმრავლესობაში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა – კვლევა

6 აპრილი, 2018 • 2496
სასტუმროების უმრავლესობაში სტუმრების რაოდენობა გაიზარდა – კვლევა

2017 წელს თბილისის სასტუმროების კატეგორიათა უმრავლესობაში დატვირთულობის კოეფიციენტი ანუ სტუმრების რაოდენობა გაიზარდა.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით Colliers International Georgia-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია

კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი დატვირთულობა 72% საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებზე მოდის. 2016 წელთან შედარებით ზრდა 2%-ია. მას მოსდევს ადგილობრვი მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროები, სადაც 2017 წელს დატვირთულობის მაჩვენებელი 69% იყო. ზრდა ამ სეგმენტში  9% დაფიქსირდა. საერთაშორისო ბრენდის საშუალო კლასის სასტუმროების  დატვირთულობა გასულ წელს 68% იყო. ზრდამ ამ შემთხვევაში 4% შეადგინა. 

ერთი ოთახის შემოსავალი (Revenue per available room) მაღალ კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში 113 დოლარია. ფასი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. ეს მაჩვენებელი  საერთაშორისო საშუალო კლასის სასტუმროების შემთხვევაში 77 დოლარია.

2016 წელთან შედარებით, საშუალო კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ოთახის ფასი 7 დოლარით გაიზარდა. რაც შეეხება ადგილობრვ მაღალი და საშუალო კლასის სეგმენტს, აქ ოთხის ფასი 60 დოლარია. ზრდა 2016 წელთან შედარებით 10 დოლარია.  2017 წლის მდგომარეობით თბილში სულ 304 სასტუმროა, სადაც ოთახების რაოდენობა, ჯამში, 7 875-ს შეადგენს. 

ბათუმი

დატვირთულობის მაჩვენებელი საერთაშორისო და ადგილობრივი მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებში ბათუმშიც გაიზარდა. ზრდამ საერთაშორისო ბრენდის ორივე კლასის სასტუმროებში 8% შეადგინა. ადგილობრივი სასტუმროების შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 20%-ია.  გასულ წელს ყველაზე მეტად დატვირთული საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები იყო (56%). მას მოჰყვებოდა ადგილობრივი საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების 50%, ხოლო დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების დატვირთულობბა 31% იყო.

ოთახიდან შემოსავალი (RevPAR) საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების შემთხვევაში 53 დოლარია. წინა წელს ოთახის ფასი 49 დოლარი იყო.  ეს მაჩვენებელი ადგილობრივი საშუალო და მაღალი კლასის შემთხვევაში 42 დოლარს შეადგენს. 2016 წელს მისი ღირებულება 36 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ადგილობრვ ბიუჯეტურ ნომერბს, ამ შემთხვევაში ღირებულება 11 დოლარია. ღირებულება 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი დოლარით შემცირებულია.  2017 წლის მონაცემებით, ბათუმში 177 სასტუმროა, სადაც 5 325 ოთახია განთავსებული. 

ქუთაისი

მესამე ქალაქი, სადაც კვლევა ჩატარდა, ქუთაისია. 2017 წელს მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებში დატვირთულობის მაჩვენებელი 60% იყო. ზრდა 2016 წელთან შედარებით 10%-ია.  დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 46%-ს შეადგენს. ზრდამ სეგმენტში 2% შეადგინა. 

ოთახიდან შემოსავალი (RevPAR) ადგილობრვ მაღალ და საშუალო კლასის სასტუმროებში 31 დოლარია. 2016 წელს ოთახის ღირებულება 25 დოლარი იყო.  დაბალბიუჯეტიანი სეგმეტის შემთხვევაში ეს თანხა 9 დოლარია. 2016 წელს დაბალბიუჯეტიანი სასტუმროს ნომრის ღირებულება 11 დოლარი იყო. ქუთაისში, 2017 წლის მონაცემებით, 55 სასტუმროა, ხოლო ნომრების საერთო რაოდენობა 901-ია.

კვლევა საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა.  2017 წლის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაზე მუშაობა Colliers International Georgia-ს მკვლევრების გუნდმა გასულ წლის ოქტომბრიდან დაიწყო და  2018 წლის თებერვალში დაასრულა. ავტორების ინფორმაციით, საველე სამუშაოები ჩატარდა უშუალოდ Colliers International Georgia-ს კვლევის გუნდის თანამშრომლების მიერ. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ბაზრის კვლევა მოიცავდა ისეთ კომპლექსურ სამუშაოებს, როგორებიცაა:  განხორციელებული ტრანზაქციებისა და იჯარის ხელშეკრულებების ანალიზი, სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების შესწავლა, ინტერვიუები დეველოპერებთან, ქონების მფლობელებთან, ოპერატორებთან და მოიჯარეებთან. ჯამში, მოხდა 300 000 ტრანზაქციის და 1000 საიჯარო ხელშეკრულების ანალიზი და ჩატარდა 1 700 ინტერვიუ.

მასალების გადაბეჭდვის წესი